logo_geo
“გულიდან წამოსულმა გრძნობამ გაიმარჯვა” – რატომ დაიწერა მარიამობის საღამოს ჯვარი ლევან ქარაზანიშვილმა
- +

28 აგვისტო. 2021. 23:22

 

 

გადაცემა „ექიმების“ წამყვანმა და კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანიშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში, ჯვარი ქეთი ძიგუაზე მარიამობას დაიწერა. ხელი ერთი კვირის წინ მოაწერეს.

 

25 წლის ქეთი ძიგუა სამედიცინო სფეროში, მენეჯმენტის კუთხით, 2017 წლიდან ჩაერთო. ახლა ის ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ქარდიოქირურგის დეპარტამენტის მენეჯერია.

 

50 წლის კარდიოქირურგი, ლევან ქარაზანიშვილი საზოგადოებისთვის რახანია ცნობილია. წლების მანძილზე იტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, პროფესიას ეუფლებოდა. პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.

 

წყვილმა ჯვრისწერის დროდ 19 სთ და 30 წთ აირჩია. ღამის შუქზე გვინდოდა ჯვრისწერაო, „პრაიმტამთან“ ამბობს ექიმი.

 

პატარძალს დიზაინერ ეკა ბალანჩივაძის ლამაზი თეთრი კაბა ეცვა, ნეფე თავის საყვარელ „ქეჟუალ“ სტილში იყო – პიჯაკით, ჯინსის შარვლითა და პერანგით.

 

 

„განსაკუთრებული დღე გვინდოდა და გადავწყვიტეთ, რომ მარიამობას ჯვრისწერა იქნებოდა განსაკურებული. ჯვარი არაპომპეზურად დავიწერეთ“ – ამბობს ლევანი.

 

ჯვრისწერის შემდეგ, მხოლოდ მეჯვარეების გარემოცვაში, წყვილმა ლევანის სახლში გადაინაცვლა, სადაც სადღესასწაულოდ მორთულ ეზოში აღნიშნეს ეს დღე.

 

ექიმმა ეზოში მუსიკალური ცენტრი გაიტანა და მუსიკალური გაფორმებაც თავის თავზე აიღო. ძალიან გვიყვარს იტალიური მუსიკა და სხვასთან ერთად, მასაც აუცილებლად ავაჟღერებთო, დაგვპირდა.

 

მეჯვარეების გარდა, სტუმრებს შორის, ლევანის უფროსი ქალიშვილიც იყო. უმცროსი უცხოეთში სწავლობს.

 

 

ლევან ქარაზანიშვილი: – არაპომპეზური ჯვრისწერა გვქონდა, 15 კაციანი. ასაკიდან გამომდინარე, მშობლებიც ვერ დაესწრნენ. ამ სიტუაციაში ადამიანების შეკრება რეკომენდებული არ არის. ყველა გაგებით მოეკიდა ამას, გული არავის დასწყვეტია.

 

ეზოში გამოვიტანე იტალიიდან ჩამოტანილი მუსიკალური ცენტრი, რომელიც აქამდე არ ჩამირთავს. და აი, ამ დღეს გამომადგა.

 

მებაღემ ეზო გაგვილამაზა.

 

როგორც ახლადდაქორწინებული ლევანი ჩვენთან ამბობს, თაფლობის თვის გასატარებლად ძალიან უნდოდათ იტალიაში წასვლა, მაგრამ ამ ვითარებაში არ გამოდის.

 

„თუ რომელიმე სხვა ქვეყანა ისე მიგვიღებს, რომ ათდღიან კარანტინში არ ჩაგვსვამს, სექტემბერში გავძვრებით. ვნახოთ. იმედია, სადმე დავისვენებთ.“

 

ქეთი პრესას გაურბის. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეთია მისი გადაწყვეტილება.

 

ლევანი: თავიდან, ჩვენი ასაკობრივი ბარიერი, ტვინში გვქონდა. მენტალურ დონეზე არ მსურდა, ვფიქრობდი, რომ ვერ მიიღებდნენ ამ ქორწინებას. მაგრამ გულიდან წამოსულმა გრძნობამ გაიმარჯვა. მივხვდით, რომ ამას ვერ მოვერეოდით, არც თავის მოტყუება ღირდა. იმიტომ რომ საზოგადოება ამას ვერ მიიღებდა, ამგვარ თვითგვემას ვერ მივეცემოდით.

 

ქეთი ძალიან მოწესრიგებულია და საქმეში საუკეთესო პარტნიორია. სამედიცინო სფერო მხოლოდ კარგ ქირურგობა არ არის. კარგი მენეჯერი გჭირდება. ქეთი მარჯვეა ამ საქმეში. სწორედ ამ საქმიანმა ურთიერთობამ შვა ჩვენი ტანდემი.

 

ის ჩემთან მუშაობს ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, არ ვუშვებ. კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მენეჯერის პოზიცია უჭირავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი