logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: არათუ უნიჭო დიქტატორებმა, არამედ საუკუნეების მანძილზე ვერც ერთმა ოკუპანტმა ვერ გატეხა თავისუფლებისმოყვარე და ღირსების მქონე ქართველი ხალხი
- +

5 სექტემბერი. 2021. 15:24

 

 

 

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ჩვენს საყვარელ მოსახლეობას ისე მოექცნენ, როგორც ექცეოდნენ სულ რაღაც 8-9 წლის წინ, როგორც ჩაგრავდნენ ჩვენს ღირსეულ ხალხს, ჩვენს თავისუფლების მოყვარულ და ღირსების მოყვარულ მოსახლეობას“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მათ მეორედ ამის გაკეთების საშუალება არ მიეცემათ.

 

ხომ კარგად ვნახეთ და ყველა დარწმუნდა, არათუ ეს უნიჭო დიქტატორები, არამედ ქართველი ერის არსებობის საუკუნეების მანძილზე ვერც ერთმა ოკუპანტმა ვერ გატეხა ქართველი ხალხი, თავისუფლების მოყვარული და ღირსების მქონე ქართველი ხალხი. ამ ბრიყვებმა დაიჯერეს და სცადეს და მიიღეს საკადრისი პასუხი ჩვენი ღირსეული ქართველი ხალხისგან. ასეც გაგრძელდება. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და არ მივცემთ ხელმეორედ ამის გაკეთების უფლებას. შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო მაგარი ტემპებით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას - ამ გეგმებით, ამ ამბიციური ხედვებით და კონკრეტული ამოცანებით.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

right_banner big_banner
არქივი