logo_geo
თამარ გაბუნია: სკოლებისა და უნივერსიტეტების 4 ოქტომბრამდე გახსნა ჯერჯერობით არ განიხილება
- +

6 სექტემბერი. 2021. 14:11

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აკადემიურ გარემოში განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია.

 

„სკოლებსა და უნივერსიტეტებში თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ დროულად განახლდეს სწავლა აკადემიურ გარემოში. ამდენად, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტივობაა საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა, რადგან როგორც სტუდენტების, ისე პედაგოგების ნაწილი უკვე აიცრა, გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება.

 

„იმ ვადაზე ადრე გახსნა, რაც იყო დაანონსებული, ჯერ არ განიხილება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

შეგახსენებთ, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს.

 

right_banner big_banner
არქივი