logo_geo
ამირან გამყრელიძე: ვირუსი მუდმივად მუტირებს, ეს არის ბრძოლა მაკრო და მიკრო სამყაროს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადამიანი გაიმარჯვებს
- +

6 სექტემბერი. 2021. 17:37

 

 

„წელიწადის და 8 თვის განმავლობაში, რაც პანდემია არის, ათასობით ახალი შტამი გაჩნდა, რომელზედაც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. ეს ვირუსი მუდმივად მუტირებს, ანუ მიკროსამყარო მაკროსამყაროს ებრძვის - ეს არის მისი თვითგადარჩენის ერთ-ერთი გზა. მაგრამ ყველა მუტაციას არ აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობითი მნიშვნელობა“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა "მიუ" შტამზე ისაუბრა.

 

„ჯერჯერობით "მიუ" მუტაციის შესახებ ბევრი ცნობილი არ არის. არც ის არის ცნობილი, დღეს მსოფლიოში გამოყენებადი 18 ვაქცინა მოქმედებს თუ არა ამ შტამზე. ჯერ ეს კვლევები არ არის ჩატარებული. მოგეხსენებათ, დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ამ შტამსაც შესაბამისი საპირწონე გამოუჩნდება - ვაქცინა, წამალი და ა.შ. ამიტომ, გასაგებია, რომ ეს არის ბრძოლა მაკრო და მიკრო სამყაროს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადამიანი გაიმარჯვებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი