logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ ისეთი მძიმე არა, როგორც მე-3 და მე-4 ტალღა იყო
- +

7 სექტემბერი. 2021. 00:00

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით საქართველოში მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა იყო.

 

 „მე-5 ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება, მაგრამ არ მგონია იყოს მძიმე. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, ის რომ წამოგვეწევა ვაქცინაცია. სანამ მე-5 ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მე-5 ტალღა იყოს შედარებით რბილი.

 

ასევე ის, რომ საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მე-4 ტალღის დროს, სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს. მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევა, რომელიც ეფექტურია უფრო მეტად, ვიდრე დღეს არსებული და საქართველო იქნება გპირდებით ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოიტანს და ესეც გააუმჯობესებს გამოსავალს. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პროგნოზი არის საიმედო, რათა ვიყოთ იმედიანად. მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა”, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი