logo_geo
ამერიკელი მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი გარდაიცვალა
- +

7 სექტემბერი. 2021. 10:34

 

 

ამერიკელი მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი გარდაიცვალა. ის 54 წლის იყო. ამის შესახებ „New York Post“ წერს.

 

მსახიობის ცხედარი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში იპოვეს. გამოცემის წყაროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა.

 

მაიკლ კენეტ უილიამსმა კარიერის განმავლობაში ფილმებში 50-ზე მეტი, ტელესერიალებში კი 30-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას HBO-ს სერიალ „Wire“-ში შესრულებულმა ომარ ლითლის როლმა მოუტანა.

big_banner
არქივი