logo_geo
სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე აცრილი უნდა იყოს ან ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული
- +

7 სექტემბერი. 2021. 14:10

 

 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეთ ტესტი.

 

„მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან ჰქონდეს ჩატარებული 72-საათიანი PCR-ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

big_banner
არქივი