logo_geo
„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა კორონავირუსი დაამარცხა და სამშობლოში დაბრუნდა
- +

8 სექტემბერი. 2021. 02:29

 

 

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ. ლევან მაისაშვილი რეაბილიტაციის პროცესს საქართველოში, უკვე სახლში გააგრძელებს.

 

„ხალხის სიყვარული, უფლის ნება – ამ ყველაფერმა ეს შემაძლებინა. რთული გზა გამოვიარე. გეგმა მაქვს, დრო სექტემბრის ბოლომდე რეაბილიტაციას დავუთმო, ოქტომბერში მოედანზე ვიქნები“, – განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა.

 

ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში „კოვიდის-19“-ის გავრცელების გამო გაუქმდა. ბორჯღალოსნების მწვრთნელი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.

 

 

big_banner
არქივი