logo_geo
დღეს წიგნიერების საერთაშორისო დღეა
- +

8 სექტემბერი. 2021. 10:29

 

 

წიგნიერების საერთაშორისო დღეს (International Literacy Day) მსოფლიო ყოველ წელს 8 სექტემბერს აღნიშნავს. პირველად ეს დღე 1966 წელს აღინიშნა და ამის ინიციატივა განათლების მინისტრების საერთაშორისო კონფერენციის ავტორებს ეკუთვნით.

 

კონფერენცია თეირანში 1965 წლის სექტემბერში გაიმართა, ხოლო 1967 წლიდან წიგნიერების საერთაშორისო დღე ყოველ წელს აღინიშნება.

 

წიგნიერება - მოსახლეობის სოციალურ-კულტურული განვითარების საბაზისო მაჩვენებელია.

 

2021 წელს წიგნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება დევიზით „ადამიანებზე ორიენტირებული წიგნიერების აღდგენისთვის ციფრული განხეთქილების შემცირება“.

 

„იუნისეფის“ მონაცემებით, მსოფლიოში 168 მილიონმა ბავშვმა პანდემიის გამო შემოღებული ლოკდაუნის შედეგად სკოლაში სწავლა ვერ შეძლო.

 

„გაეროს“ მონაცემებით, მსოფლიოში 463-მა მილიონმა ბავშვმა დისტანციურად ვერ ისწავლა, რადგან მათ სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი არ ჰქონდათ.

big_banner
არქივი