logo_geo
თემურ მიქელაძე: უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე
- +

8 სექტემბერი. 2021. 12:57

 

„ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტებმა“, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, მათთვის ვაქცინაცია არ არის აუცილებელი.

 

„ჩემი მიმართვით, რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები და სწორედ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი იყო ეს ვაქცინაცია. ეს იყო 12, 12 და 15 წლის ბავშვები. მათ ნორმალურად გადაიტანეს, ერთ-ერთი მათგანი შემდეგ დაინფიცირდა კიდეც და ჰქონდა მსუბუქი ფორმით. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ.

 

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, არ არის აუცილებელი ვაქცინაცია. სჯობს, ეს ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი