logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: როცა 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, შეგვეძლება სწავლის სასკოლო სივრცეში დაწყების რეკომენდაცია გავცეთ
- +

8 სექტემბერი. 2021. 13:20

 

 

„როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად გავცემთ რეკომენდაციას, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწევს. როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად გავცემთ რეკომენდაციას, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“, - აღნიშნავს ტიკარაძე.

right_banner big_banner
არქივი