logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში
- +

8 სექტემბერი. 2021. 16:12

 

„ჩემთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის ფაშინიანის ახალ ხედვას გაეცნო, რომელიც სომხეთის განვითარებას უკავშირდება.

 

„რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთსა და სომეხ ხალხს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენს საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

big_banner
არქივი