logo_geo
ცესკო-ს ხელმძღვანელობამ NDI-ის ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა
- +

8 სექტემბერი. 2021. 16:54

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელობამ NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიან  ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა.

 

დისტანციურად გამართულ შეხვედრაზე, ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასა და ცესკოს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის - ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შესახებ ისაუბრეს. ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საარჩევნო საკითხების, კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის და ცესკო-ში ახლად შექმნილი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის შესახებ.

 

NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისიამ მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო.  2021 წელს მისია განსხვავებული ფორმით ტარდება. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსები სოციალური დისტანციისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იმუშავებენ და გააანალიზებენ პროცესებს ისეთ საკვანძო საარჩევნო თემებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია და სხვა მიმდინარე საკითხები.

 

big_banner
არქივი