logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 სექტემბერი. 2021. 11:15

 

საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 762 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 383 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 987, „პისიარ“ ტესტით – 14 396.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,09%, ბოლო შვიდი დღის – 7,5%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 579 031   შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 536 321 გამოჯანმრთელდა, 8 146 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 1 467 065 აცრა, დღიურად აცრილია 25 132.

 

კარანტინის რეჟიმშია 87, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 214 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 780 პირი.

 

10 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი.

 

big_banner
არქივი