logo_geo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა მოწესრიგდა
- +

11 სექტემბერი. 2021. 12:58

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ატარებს.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლეკიანის  დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები დასრულდა.

 

სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები მოწესრიგდა, ჯამში 11 კილომეტრი. შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღადგინა.

 

 სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები კომპანიამ საკუთრი ძალებით განახორციელა.

 

big_banner
არქივი