logo_geo
იმუნიზაციის პროცესში მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ჩაერთნენ
- +

12 სექტემბერი. 2021. 11:25

 

 

„განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ჩაერთნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ადიკაში“ ასაცრელად მისულმა პედაგოგებმა თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, ყველა ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში.

 

პედაგოგებმა თავიანთ კოლეგებს აცრისკენ მოუწოდეს, ვინაიდან მათი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განსაკუთრებულად აუცილებელია, რათა სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით წარიმართოს.

right_banner big_banner
არქივი