logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: 114 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ილია მოუკლეს
- +

12 სექტემბერი. 2021. 11:51

 

„114 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ილია მოუკლეს. ილია ჭავჭავაძემ მთელი სიცოცხლე დიდ ქართულ საქმეს - ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას მიუძღვნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ფასდაუდებელია.

 

„ის თავდადებით იბრძოდა ქართველი ერის უკეთესი მომავლისათვის და გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში, - სწორედ ამიტომ მოკლეს ილია. ილიას სიდიადე მის იდეებსა და ღირებულებებშია, იმ ღირებულებებში, რომლებიც ყველა თაობისთვის თანაბრად აქტუალური და ძვირფასია. ქართველი ერი მუდამ პატივს მიაგებს დიდი ილიას ნათელ ხსოვნას და არასოდეს დაივიწყებს მის ამაგს სამშობლოს წინაშე“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

big_banner
არქივი