94 წლის ასაკში, მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ახლობლები ადასტურებენ.
ლეილა ძიგრაშვილმა 1947 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
ლეილა ძიგრაშვილს შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის „პრინცესა ტურანდოტი“), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე“) და სხვა – მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; სამძივარა (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), დედამთილი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ენონა (ჟ. რასინის „ფედრა“) და სხვა – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.