logo_geo
ციკოლია წარმოების შვეიცარიიდან საქართველოში გადმოტანას და 80-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს
- +

14 სექტემბერი. 2021. 15:11

 

 

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს და საწყის ეტაპზე, 70-80 ადამიანს დაასაქმებს. ამის შესახებ ციკოლიამ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

 

როგორც დიზაინერი ამბობს, ციკოლია წარმოების გადმოტანას პირადი ფინანსებით გეგმავს და სხვა ინვესტორები მასში არ მონაწილეობენ.

 

„პანდემიის გამო ყველაფერი გაჭიანურებულია, შესაბამისად, კონკრეტულ დროს ვერ ვასახელებ. ამ მიმართულებით არ გავჩერებულვართ და ვმუშაობთ. საორიენტაციოდ  ვადად შემიძლია დავასახელო 2022 წლის ზაფხული, ასე ვვარაუდობ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ გამოჩნდა,“ – აცხადებს ციკოლია.

 

დიზაინერის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა კვალიფიციური კადრის მოძებნაა. სწორედ ამიტომ, ციკოლია კადრების გადამზადება მსოფლიოს წამყვან სკოლებში გეგმავს.

 

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches-ი, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

 

 

big_banner
არქივი