logo_geo
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გორში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს
- +

14 სექტემბერი. 2021. 22:23

 

 

 „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გორში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს.

 

„არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თითოეული ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას.

ჩემი თხოვნა იქნება წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ,,ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

 

„როდესაც ვსაუბრობთ გმირებზე, სიცოცხლეზე, რომელიც მათ გასწირეს ქვეყნისთვის, ეს უნდა მივიღოთ როგორც საფუძველი იმისა, რომ მეტად ვიზრუნოთ რათა სანუკვარი მიზანი-გაერთიანებული ქვეყანა, იქნას მიღწეული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი