logo_geo
კახა კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება
- +

15 სექტემბერი. 2021. 00:46

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, „ფეისბუქ“-ლაივის საშუალებით ვაკის რაიონის მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.

 

ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ვაკის პარკის დაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და მისი გახსნის თარიღის დასახელებას, კახა კალაძემ უპასუხა, რომ პარკის დაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის ის ბოდიშს უხდის მოსახლეობას, ხოლო რეაბილიტაციის დასრულების თარიღად კი ოქტომბრის დასასრული დაასახელა. კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ვაკის პარკის დაკეტვა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულ ზომას წარმოადგენს და, ასევე, სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის იყო აუცილებელი.

 

„ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და ნოემბრის დასაწყისში მთლიანად იქნება მოწესრიგებული. შემდეგი ეტაპი იქნება კასკადის რეაბილიტაცია. ვაპირებთ, მთლიანად განვაახლოთ არსებული კასკადი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და აღვადგინოთ სრულად. ესეც დამატებით სიცოცხლეს შესძენს ვაკის პარკს. ბოდიში მინდა მოგიხადოთ ამ სამუშაოების გამო. შეუძლებელი იყო სამუშაოები ისე გვეწარმოებინა, რომ თან პარკი ღია ყოფილიყო, პარალელურად ადამიანებს ესარგებლათ, პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ხელი რომ არ შეგვეშალა სამუშაო პროცესისთვის. მესმის რთულია, მაგრამ სხვანაირად სამუშაოებს, ვირტუალურად, ვერ ვაწარმოებთ. ამიტომ გარკვეული დისკომფორტისთვის ბოდიში მინდა, მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობდა ვაკის პარკით. მაგრამ ძალიან მალე ეს პარკი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასასვენებელი სივრცე. იცით, რომ პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და დიდი ყურადღება ეთმობა ყველა დეტალს სამუშაოების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი