logo_geo
დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს
- +

15 სექტემბერი. 2021. 10:38

 

დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის ფარგლებში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები გაიმართება.

 

დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორად მართვაა. დასუფთავების საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების პროცესზე მისი ზეგავლენის მნიშვნელობაზე.

 

საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.

right_banner big_banner
არქივი