logo_geo
ბილ გეიტსი: შემდეგი პანდემიისთვის მსოფლიო მზად არ არის
- +

15 სექტემბერი. 2021. 10:42

 

„შემდეგი პანდემიისთვის მსოფლიო მზად არ არის“,- ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

 

„მსოფლიოს სჭირდება ქარხნები, რომლებსაც ახალი ვაქცინის დამზადება 100 დღეში შეეძლებათ. წინააღმდე შემთხვევაში ჩვენ მომდევნო პანდემიებისთვის უბრალოდ მზად ვერ ვიქნებით“,- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა.

 

როგორც გეიტსი აღნიშნავს, მაშინ, როცა აშშ აცრილი მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინების დამატებით დოზებს ამზადებს, აფრიკის მთლიან კონტინენტზე ვაქცინების ძალიან დიდი ნაკლებობაა.

 

მან ქვეყნებს მოუწოდა მეტი ინვესტიცია ჩადონ ჯანდაცვის სისტემებში და გამოყონ ძირითადი მიმართულებები რითაც ვირუსებს უნდა ვებრძოლოთ.

big_banner
არქივი