logo_geo
კახა კალაძე: ამ პროექტის შედეგად, რომელიც 21 მილიონი ლარი დაჯდა, საფრთხე მთლიანად არის შეჩერებული
- +

16 სექტემბერი. 2021. 20:06

 

 

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბანი გამაგრდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებბს.

 

მათივე ცნობიოთ, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, ხოლო მეწყრის სტაბილიზაცია მიღწეულია ანკერების, რკინა-ბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით.

 

"ეს იყო მეწყერსაშიში ზონა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, განსაკუთრებით, იმ ოჯახებისთვის, ვინც ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში ცხოვრობდა, რადგან უკვე დაძრული იყო მიწა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ქვემოთ მომუშავე ადამიანებისთვის და ვინც ამ საავტომობილო გზით სარგებლობს. მიწა, ფაქტობრივად, საავტომობილო გზაზე იყო ჩამოსული. ამ პროექტის შედეგად, რომელიც 21 მილიონი ლარი დაჯდა, საფრთხე მთლიანად არის შეჩერებული. ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია წარმოებული. ასევე, დაყენებულია მონიტორინგის სისტემა და კომპანია ვალდებულია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დააკვირდეს ამ ტერიტორიას, რომ რაიმე გადაადგილება არ იყოს. გარდა ამისა, ამ სივრცეში, რაც შეიქმნა, მოეწყობა სპორტული მოედანი, აქაურობა გამწვანდება და ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ აღნიშნული მოედნით", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ე.წ. ფრანგული კედელი, ხოლო დამეწყრილი ფერდობი ტერასებად დაიყო.

 

აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები. სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს "კავკასუს როუდ პროჯექტის" მიერ შესრულდა.

 

 

right_banner big_banner
არქივი