logo_geo
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის
- +

17 სექტემბერი. 2021. 10:22

 

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის. როგორც იურიდიულ ფირმა BLB-ში აცხადებენ, რომელიც დიდოსტატის უფლებებს იცავს, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 16 სექტემბერს კალიფორნიაში სასამართლოს წარედგინა.

 

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.

 

კერძოდ, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.

right_banner big_banner
არქივი