logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

17 სექტემბერი. 2021. 10:35

 

 

17 სექტემბერს ქუთაისში წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

 

მესტიაში წვიმა და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

 

+23 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

 

გორშიც იწვიმებს. +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

 

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს.

 

ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და +25 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

 

რუსთავში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

big_banner
არქივი