logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

17 სექტემბერი. 2021. 10:55

 

 

საქართველოში კორონავირუსის  2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.

 

ამასთან, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 378, „პისიარ“ ტესტით – 13 154.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,47%, ბოლო 14 დღის – 7,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,2%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 591 766 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 556 810 გამოჯანმრთელდა, 8 446 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 1 610 309 აცრა, დღიურად აცრილია 19 148.

 

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 626 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 276 პირი.

 

ამასთან, 16 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადა

 

 

big_banner
არქივი