„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი პარიზში საცხოვრებლად 56 მილიონ დოლარად შეფასებული „ვარდისფერი სასახლის“ ქირაობას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
1899 წელს აშენებული სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის ფართობი 2000 კვადრატული მეტრია. სახლში 30 ოთახი, საცურაო აუზი, სახლის კინოთეატრი და სპორტდარბაზია. ამასთანავე, სასახლე პსჟ-ის საწვრთნელი ბაზიდან 15 წუთის სავალზეა.