პოლიტიკოსი და მსახიობი კოტე მგალობლიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან საზოგადოებას თავი ფილმში „უდიპლომო სასიძო“-ში მთავარი როლით, ბიჭიკოს პერსონაჟით დაამახსოვრა.
კოტე მგალობლიშვილი 1940 წელს დაიბადა.
პოლიტიკოსის და მსახიობის კოტე მგალობლიშვილის გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს.