Met Gala-ზე გამოჩენილი ვარსკვლავების ჩაცმულობა, რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელების მომხმარებლების განხილვის თემაა. მრავალი მიმი შეიქმნა კიმ კარდაშიანის ჩაცმულობაზეც და როგორც ჩანს, ისინი არც თავად მიმების მთავარ გმირს გამოჰპარვია.
მისი Instagram-იდან ირკვევა, რომ ღონისძიებაზე საკუთარი ნახევარდა, კენდალი მხოლოდ სილუეტი ამოიცნო.
კარდაშიანმა გააზიარა საკუთარი ფოტო და დაწერა: „კენდალი ჩემს სახელს იძახდა და ვერ ვხედავდი, ვინ იყო, მაგრამ მისი მბრწყინავი კაბის სილუეტი დავინახე“.
კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე დემნა გვასალიასთან ერთად მივიდა.