logo_geo
„ძლიერი, წარმატებული და აყვავებული სახელმწიფო განათლებით იწყება“
- +

21 სექტემბერი. 2021. 00:25

 

 

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ იან ამოს კომენსკის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) რექტორის, პროფესორ იანუშ პოლასგან მისალოცი თბილი, მეგობრული გრძნობებით აღსავსე წერილი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ:

 

„ზურაბ ხონელიძეს,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს,

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს,

სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს.

 

ძვირფასო ბატონო რექტორო,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძვირფასო კოლეგებო, ლექტორებო და სტუდენტებო!

 

გულწრფელად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებასა და ცოდნის დღეს! თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან განათლება გვაძლევს შესაძლებლობას ერთმანეთის პოვნისა ასე სწრაფად ცვალებად რეალობაში და გავხდეთ ნამდვილი მოქალაქე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა, არამედ – მსოფლიოსი.

 

ამ დღეს მინდა ყველას მოთმინება, ოპტიმიზმი და საუკეთესოსადმი რწმენა ვუსურვო! დაე, ახალი სასწავლო წელი, მიუხედავად რთული პერიოდებისა, იყოს აღსავსე მიღწევებით, კარგი მიზნებისა და ცხოვრებისეული გეგმების განხორციელებისა!

 

მე მჯერა, რომ ეს დღე მოგანიჭებთ მაღალ და ნათელ გრძნობებს. ამასთანავე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის მოიტანს შთაგონებასა და სიამოვნებას როგორც მუშაობაში, ასევე ახალი სტუდენტებისადმი რწმენას. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასწავლო წელი იქნება მტკიცე ნაბიჯი უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისკენ და თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გაქვთ.

 

მსურს განსაკუთრებული სითბოთი მივმართო უნივერსიტეტის ახალ სტუდენტებს. დაიმახსოვრეთ: ყველა დაბრკოლებას ცოდნის ძალა გადალახავს. ძლიერი, წარმატებული და აყვავებული სახელმწიფო განათლებით იწყება. სწავლისა და შემეცნების, შემოქმედებითი აზროვნების, ანალიზისა და თვითრეალიზაციის თქვენეული სურვილი ღირსეული მომავლის გასაღებია.

 

მინდა ვუსურვო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელ აკადემიურ საზოგადოებას, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, შემოქმედებითი მიღწევები, ბედნიერება და წარმატებული ახალი 2021/22 სასწავლო წელი.

 

ძვირფასო ბატონო რექტორო, გისურვებთ ოპტიმიზმს და ამოუწურავ ენერგიას ამ რთულ, მაგრამ იმედი მაქვს, გარდამავალ პერიოდში. შთაგონება და რწმენა ნათელი მომავლისადმი!“

 

 

big_banner
არქივი