logo_geo
„BTS“-ის წევრები გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ვიდეორგოლი გადაიღეს
- +

22 სექტემბერი. 2021. 12:20

 

 

სამხრეთკორეული კეი-პოპ ჯგუფის „BTS“-ის წევრები გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ. ამის შესახებ „Associated Press“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჟე ინმა მომღერლები წარადგინა როგორც მისი სპეციალური წარმომადგენლები და „ახალგაზრდების გამორჩეულად გამოჩენილი ჯგუფი, რომლებიც მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობასთან ურთიერთობენ“. სესიაში მონაწილეობისთვის ჯგუფის შვიდივე წევრმა დიპლომატიური პასპორტი მიიღო.

 

გამოსვლაში, რომლის ონლაინ ტრანსლაციას 100 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა, მომღერლებმა სიღარიბესთან, უთანასწორობასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

 

„BTS“-ის გამოსვლის ჩანაწერი გაეროს Youtube-გვერდზე ყველაზე პოპულარულ გახდა. მას 6,5 მილიონი ნახვა აქვს. გამოსვლამდე კი ჯგუფის წევრებმა გაეროს შტაბ-ბინაში სიმღერაზე „Permission to Dance“ ვიდეორგოლი გადაიღეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი