logo_geo
ჯაბა კილაძე ბოლოჯერ ითამაშებს „ჯინსების თაობაში“ გეგა კობახიძის როლს
- +

22 სექტემბერი. 2021. 16:55

 

 

„არაჩვეულებრივმა ჯაბა კილაძემ  21 წლის მანძილზე, ღირსეულად, დუბლიორის გარეშე  2000-ზე მეტჯერ ითამაშა გეგა კობახიძის როლი სპექტაკლში „ჯინსების თაობა“. ახლა დადგა დრო, როცა მან, მასზე უფრო ახალგაზრდა მსახიობს უნდა გადასცეს ეს როლი“,  - აღნიშნულ განცხადებას „თავისუფალი თეატრი“ ავრცელებს.

 

„ჩვენო ძვირფასო მაყურებელო,  არაჩვეულებრივმა ჯაბა კილაძემ  21 წლის მანძილზე, ღირსეულად, დუბლიორის გარეშე  2000-ზე მეტჯერ ითამაშა გეგა კობახიძის როლი სპექტაკლში „ჯინსების თაობა“. ახლა დადგა დრო, როცა მან, მასზე უფრო ახალგაზრდა მსახიობს უნდა გადასცეს ეს როლი. ერთგულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის და  უბრალოდ იმისთვის, რომ ის 21 წელია  „თავისუფალი თეატრის“ წამყვანი მსახიობია და კიდევ მრავალი, მრავალი წელი იქნება ამ თეატრის მსახიობი, ვუთხრათ მადლობა ჩვენს შესანიშნავ, არაჩვეულებრივ ჯაბას 28 სექტემბერს, როცა ის ბოლოჯერ ითამაშებს სპექტაკლში „ჯინსების თაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი