logo_geo
ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გაუქმებაზე: ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას
- +

22 სექტემბერი. 2021. 17:19

 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკას“ მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მიიღეს, თუმცა, ამბის ოფიციალურ დადასტურებას ელოდებიან.

 

„ჩვენც სხვადასხვა წყაროებიდან გავიგეთ, რომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია. ამ ეტაპზე ოფიციალურ დადასტურებას ველოდებით“,- განუცხადა „კვირას“ ვარლამ გოლეთიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გააფორმა, შესაბამისად „ნამახვანის“ პროექტი გაუქმდა და რიონის ხეობაში ჰესი აღარ აშენდება.

 

„კვირა“ ინფორმაციის გადამოწმებას ეცადა, თუმცა არც კომპანია „ენკაში“ და არც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულის შესახებ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი