logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2021. 18:26

 

 

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა. შეხვედრაზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მინისტრს NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლადდანიშნული პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.

 

 

big_banner
არქივი