logo_geo
მაკა ცინცაძე: თუკი ვინმესგან ჭორს ვისმენ, მის მიმართ ნეგატიური განწყობა მიჩნდება
- +

22 სექტემბერი. 2021. 18:43

 

 

„თუკი ვინმესგან ჭორს ვისმენ, მის მიმართ ნეგატიური განწყობა მიჩნდება“, – ამის შესახებ ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე აცხადებს, რომელიც თემას „რაზე ჭორაობენ ქალები“ ეხმაურება.

 

„პოზიტიური ჭორი ჩემს შესახებ არ მახსენდება. რომ გითხრათ, რომელიმე ჭორი პოზიტიურ კონტექსტში მახსენდება, ნამდვილად არა… პირიქით, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმეა და საწყის ეტაპზე კიდევ უფრო მეტად განიცდი. მერე და მერე რაღაცნაირად იმუნიტეტი გიმუშავდება.

 

არ მიყვარს ჭორაობა და ამაში დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები. ერთია, არ მიყვარს ჭორაობა თავად და მეორეა, არ მიყვარს მოსმენა. თუკი ვინმესგან ჭორს ვისმენ, მის მიმართ ნეგატიური განწყობა მიჩნდება.

 

გამიგია აბსურდული ჭორი ჩემს შესახებ. არ მახსენდება ისეთი ჭორები, რომლებიც შეიძლება გესიამოვნოს და გაატარო. მამაკაცების მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ მხოლოდ მათზე ვჭორაობთ, არც უმაგისობაა, მაგრამ უფრო სხვა თემებს განვიხილავთ ხოლმე. მამაკაცებზეც ვჭორაობთ დესერტად, მაგრამ უფრო მეტად სხვა თემებს განვიხილავთ, მაგალითად, დიეტებს, ფიტნე-ინსტრუქტორებს, ვინ უფრო კარგ შედეგს მოგვცემს და ა.შ.“, – ამბობს ცინცაძე.

 

 

big_banner
არქივი