logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი - ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?
- +

23 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. მისივე თქმით, დაბალი აქტივობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა „ფაიზერის“ გარკვეული დოზა ვადის გასვლის გამო აუთვისებელი დარჩეს.

 

„ადრე, როცა ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა.

ახლა  ყველაზე მეტი სწორედ „ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო. ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს.

გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ? რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს შემდეგ გამოვა ვიღაც და დაიტლიკინებს, ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა, ამის არ რცხვენია? რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, „ფეისბუქი“. თქვენ რა გგონიათ, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებულია, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი