logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა
- +

23 სექტემბერი. 2021. 11:01

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 711-ს შეადგენს.

 

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 016 შემთხვევა გამოვლინდა, 2 024 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი