logo_geo
სვეტლანა ჟუროვამ: თუ „Netflix“-მა ეს საკითხი მასთან არ შეათანხმა, მაშინ ისინი არასწორად მოიქცნენ
- +

23 სექტემბერი. 2021. 13:29

 

 

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია „Netflix“-ს უჩივის. სკანდალურ თემას რუსეთის დუმის დეპუტატი სვეტლანა ჟუროვაც გამოეხმაურა.

 

​მისივე თქმით, სერიალი დოკუმენტური რომ იყოს, საჩივრის გაგზავნას საფუძველი ექნებოდა.

 

„სექსიზმში დადანაშაულება? ეს უკვე მოდაშია. ამიტომ ასეთი თემები ყურადღებას იქცევს. აქ საქმე არა სექსიზმს, არამედ პროპაგანდას ეხება. ეს სერიალი მხატვრულია, თუმცა, დოკუმენტური რომ ყოფილიყო, საჩივრის გაგზავნას საფუძველი ექნებოდა. როგორც ჩანს, გაფრინდაშვილს დიდი გეგმები აქვს. ის ახლა საქართველოში ცხოვრობს, სწორედ ამიტომ საუბრობს სექსიზმსა და ჩაგვრაზე. საბჭოთა კავშირში ქართული ჭადრაკის სკოლა ძლიერი იყო.

გაფრინდაშვილის რეიტინგი კაცებს შორის ძალიან მაღალი იყო, მას სსრკ-ში აფასებდნენ და გაფრინდაშვილის ეროვნებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მიმაჩნია, რომ მხატვრულ ფილმში მითითებული ფაქტები მის გადაღებამდე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ, თუ „Netflix“-მა ეს საკითხი მასთან არ შეათანხმა, მაშინ ისინი არასწორად მოიქცნენ“ – განაცხადა დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ.

big_banner
არქივი