თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა
თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა სახის პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თითოეულ შეტყობინებაზე სამაშველო სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს.