logo_geo
როდის გამოიდარებს საქართველოში - გარემოს სააგენტოს პროგნოზი
- +

24 სექტემბერი. 2021. 13:42

 

 

გარემოს ეროვნული სააგნეტოს პროგნოზით, 24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს.

 

სინოპტიკოსები გამოდარებას 27 სექტემბერს პროგნოზირებენ. მათი ცნობით, ქვეყანაში +20, +25 გრადუსამდე დათბება.

 

თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

 

 

big_banner
არქივი