logo_geo
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველო საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა „Sirha 2021“-ზე და მსოფლიო გასტრონომიულ კონკურსში „BOCUSE-D'OR“-ში მონაწილეობს
- +

24 სექტემბერი. 2021. 15:58

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქართველი შეფ-მზარეულები და გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები საფრანგეთში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ კონკურსში „Bocuse-d'Or“  და საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში „Sirha 2021“ იღებენ მონაწილეობას.

 

საფრანგეთში გასტრონომიული კონკურსი „Bocuse-d'Or“-სა 23-27 სექტემბერს იმართება. 87 კონკურსანტი ქვეყნიდან ფინალურ შეჯიბრში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს. 

 

 საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარსდგა. საქართველოში ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება.

 

 საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.  გამოფენაზე ათაათასობით სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ პროდუქტებს. 

 

2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა „Bocus d'or“-ის ოჯახის წევრი და პროექტ „Georgia - The Art of Feast - საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას“ ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო საერთაშორისო გამოფენა „Sirha 2019“-ზე წარდგა

 

პროექტი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება,  ოფიციალური მხარდამჭერები არიან:  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

 

big_banner
არქივი