logo_geo
სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს პირველად უმასპინძლებს
- +

26 სექტემბერი. 2021. 12:56

 

 

 

3-7 ოქტომბერს, მესტიაში, სვანეთის პირველი საერთაშორისო ფილმების ფესტივალი ჩატარდება, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდება. კინოფესტივალის დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი.

 

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს სამოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. ფესტივალის პირველ წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსს წარადგენენ, სადაც ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს.

 

საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ჟიურის თავჯდომარე – Paolo Bertolin, ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალების სელექტორი, რეჟისორები ლევან კოღუაშვილი და ანა ურუშაძე.

 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა ქალღმერთი დალის პრიზი. ასევე, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ოპერატორისა და საუკეთესო რეჟისორის ფილმებსაც.

 

ფესტივალის ფარგლებში, იქნება 11 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის პრეზენტაცია და გაიმართება ტრენინგები, რომელთაც პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა ჩააატარებს.

 

გამარჯვებულ პროექტებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გადაეცემათ ფულადი ჯილდოები:

 

პირველი ადგილი – 5000 ლარი;

 

მეორე ადგილი 4000 ლარი;

 

მესამე ადგილი 4000 ლარი.

 

ჟიურის წევრები იქნებიან რეჟისორები რუსუდან ჭყონია და გიორგი ოვაშვილი.

 

ფესტივალს გახსნის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი’’, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი და პროდუსერი რატი ონელი წარადგენენ. ფესტივალზე ასევე მოეწყობა შემდეგი ქართული ფილმების სპეციალური ჩვენებები: „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე, „ჯიმ შვანთე“ – რეჟისორი მიხეილ კალატაზიშვილი, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „ფული“ – რეჟისორი გელა ბაბლუანი, „პატარძლები“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და „მეზობლები“ – რეჟისორი გიგი აბაშიძე.

 

კინოფესტივალზე მასტერკლასებს ჩაატარებენ: პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, პროდიუსერი ქეთი დანელია და მონტაჟის რეჟისორი ლევან კუხაშვილი. ონლაინ რეჟიმში გაიმართება Paolo Bertolin-ისა და Christophe Leparc-ის მასტერკლასებიც.

 

 

big_banner
არქივი