logo_geo
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 27%-ია სრულად ვაქცინირებული
- +

26 სექტემბერი. 2021. 13:31

 

 

„26 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 742 547 აცრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.2%-ია.

 

სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.0%-ს შეადგენს.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, 25 სექტემბერს 12 402 ადამიანი აიცრა.

 

 

right_banner big_banner
არქივი