logo_geo
მსოფლიო ვარსკვლავები 24-საათიან საერთაშორისო ფესტივალში იღებენ მონაწილეობას
- +

26 სექტემბერი. 2021. 18:59

ლში იღებენ მონაწილეობას

 

 

ედ შირანი, ლიზო, ჯენიფერ ლოპესი, Coldplay, ბილი აილიში და სხვები 24-საათიან საერთაშორისო ფესტივალში იღებენ მონაწილეობას, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილებების მიმართ ცნობიერების ამაღლებაა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას 60-ზე მეტი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. შოუ შაბათს ელტონ ჯონმა გახსნა, რომელმაც პარიზში, ეიფელის კოშკის წინ იმღერა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია გაეროს Youtube-არხზე მიმდინარეობს.

 

შოუს ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Citizen-ია. მისი მიზანი 2030 წლამდე სიღარიბის აღმოფხვრაა. მაყურებლებს სიტყვით პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმაც მიმართეს. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ყურადღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გაამახვილეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი