logo_geo
კახა კალაძე: მოვა დრო როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“
- +

27 სექტემბერი. 2021. 22:45

 

„დღეს 27 სექტემბერია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული - სოხუმის დაცემის დღე. ესაა შემთხვევა, როცა დრო იარებს ვერაფერს უხერხებს, რადგანაც ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილის ძალით მოკვეთის მცდელობას“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციისას განაცხადა.

 

„27 სექტემბერი ფაქტობრივად ოკუპაციის დაწყების დღეა და ჩვენ საარჩევნო კლიპის პრეზენტაციისთვის დღევანდელი დღე შევარჩიეთ. ამ კლიპში, ახალგაზრდა მუსიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში ჩადიან და გვიჩვენებენ როგორია ჩვენი საქართველო. თუმცა უდიდესი ტკივილია, რომ არ გვქვს შესაძლებლობა საკუთარი თვალით ვიხილოთ სოხუმი და ცხინვალი. გადავიღოთ ამ მშვენიერ ქალაქებში მსგავსი შინაარსის კლიპები. ძალიან სამწუხაროა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს ის უდიდესი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რომელსაც საოკუპაციო ხაზი უდიდეს მონატრებად აქცევს და რომლის შესახებ ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების თაობებს სამწუხაროდ მხოლოდ გადმოცემით სმენიათ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და ერთად იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“ და ერთად შექმნიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალს“, - აღნიშნა კალაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი