logo_geo
ორი ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
- +

2 ოქტომბერი. 2021. 17:46

 

 

„ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე, დილის პროგრამაში შემავალი შეხვედრები წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ“, - ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

 

კენჭაძემ გერმანელი ოსმან კუბილაი ცაკიცი (11:0), იაპონელი მასაკი სატო (13:2) და ირანელი იონეს ალიკბარ ემამიჩოგაი (10:1) დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის სლოვაკეთის ნაკრების წევრ ტაიმურაზ სალკაზანოვს დაუპირისპირდება.

 

პეტრიაშვილმა კი მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური (11:1) და ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (5:0) ჩამოიშორა და ნახევარფინალში ყაზახ ოლეგ ბოლტინს დაეჭიდება.

 

მსოფლიოს ჩემპიონატს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო დღეიდან მასპინძლობს. სრული სია, თავისუფალი სტილით მოჭიდავე რომელი სპორტსმენები წარადგენენ საქართველოს, ნახეთ ამ ბმულზე.

 

 

big_banner
არქივი