logo_geo
რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
- +

3 ოქტომბერი. 2021. 02:25

 

 

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„შეგახსენებთ, რომ რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე გადაადგილდებოდა. ტრაილერებისთვის კი მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი