logo_geo
ბოლო ორ თვეში საქართველოში 26 მიწისძვრა მოხდა
- +

5 ოქტომბერი. 2021. 02:29

 

 

ბოლო ორ თვეში საქართველოში 26 მიწისძვრა მოხდა. მათი უმრავლესობა სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

 

აგვისტოში ქვეყანაში 20, ხოლო სექტემბერში 6 მიწისძვრა მოხდა.  მიწისძვრის საშუალო სიმძლავრე 3-დან 4 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი