logo_geo
მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს
- +

5 ოქტომბერი. 2021. 10:05

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს:

 

„ძვირფასო მასწავლებლებო, თითოეული თქვენგანის როლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. სწორედ თქვენ მიერ გაზიარებულ ცოდნაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. მინდა, წარმატება გისურვოთ ამ უმნიშვნელოვანეს, ურთულეს და საპატიო პროფესიაში! გისურვებთ კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას, რასაც უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურებით.

 

ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი – ხარისხიანი განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც მინდა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რაც მათ წარმატებული გზის არჩევაში დაეხმარება.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეწევით და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

 

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.

 

 

big_banner
არქივი